Monday, June 30, 2014
2 დღის შეჯამება
გავიგე ბროსურის დამზადების 3 ვარიანტი გა გავაკეთე ნაწილობრივ. ვიწწავლე შენახვის სხვადასხვა ხერხები.
Sunday, August 7, 2011
მაწანწალა ძაღლები
პროექტის მთავარი იდეა: ვესაუბრები ბავშვებს იმ ძაღლებზე, რომლებიც ქუჩაში დადიან და საფრთხეს უქმნიან ადამიანებს,შინაურ ფინველებსა დ ცხოველებს, ასევე საკუთარ თავსაც კი და როგორ შეიძლება ავიცილოთ საფრთხე.
პროექტის ა ქტუალობა: ქუჩაში მომრავლდა მაწანწალა ძაღლები, რომლებიც საშიშია როგორც ადამიანებისათვის ისე შინაური ცხოველებისათვის და ფრინველებისათვის.
პროექტის მიზნები: ამ პროექტის მიზანია, მაწანწალაცხოველების, დაუცველი მოხუცების და ბავშვების პრობლემების დანახვა, გულთან მიტანა და გადაჭრის გზების ძიება.
მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: 4-5 კვირა

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: პური,ძვლები, ფიცარი, ლურსმანი, ჩაქუჩი, ფურცლები, ფანქრები, მობილური, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა: 1. ჩამოყალიბდება საპროექტო ჯგუფები. 2. თემის შერჩევა. ერთი ჯგუფი ბიბლიოთეკაში მოიძიებს მასალას; მეორე ჯგუფი კი ინტერნეტში სურათებს დ ინფორმაციებს; აწარმოებენ გამოკიხვებს სოფელში და ჩანაწერებს მოაგროვებენ; დროის ამოწურვის შემდეგ აუდიტორიის წინაშე პრეზენტაციას წარადგენენ (გამოფენის სახით). შეფასების რუბრიკით შეფასდებიან ბაშვები, რომელზეც ინფორმირებული არიან.
საგნებთან კავშირი: ქართული ენა, ხელოვნება, ბუნება.
პროექტის ხელმძღვანელი: ნ.ნატმელაძე.
ელ.ფოსტა: nratiani12@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: nratiani12@blogspot.com
ძაღლები
View more presentations or Upload your own.
Saturday, August 6, 2011
მიუსაფარი ბავშვები.
პროექტის მთავარი თემა: ავუხსნათ მოსწავლეებს რატომ აღმოჩნდნენ ეს ბავშვები ქუჩაში და როგორ შეიძლება მათი დახმარება.
პოექტის აქტუალობა: 1) ქალაქში მომრავლდა უამრავი მიუსაფარი ბავშვი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს;
2) ადამიანებმა მათ მიმართ თანაგრძნობა უნდა გამოიჩინონ და თავშესაფარი შეუქმნან;
პროექტის მიზნები: გაიგებენ, რატომ აღმოჩნდნენ ბავშვები ქუჩაში და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა.
ვადები: 3 თვე
მოსალოდნელი შედეგი: ბავშვები დახატავაენ და მოაწყობენ გამოფენას; სპორტულ შეჯიბრებას მოაწყობენ და მათთან ერთად ითამაშებენ; საკლასო ღონისძიებას მოაწყობენ დამოიწვევენ; ექსკურსიაზე წავლენ ერთად,გადაიღებენ სურათებს, შეაგროვებენ ტანსაცმელს, სურსათს და მიუტანენ; აწარმოებენ ჩანაწერებს და შექმნიან წიგნს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სურათები მიუსაფარი ბავშვების, კომპიუტერი და წიგნები და ბუკლეტები, რ. ინანიშვილის მოთხრობა „მოხეტიალე მუსიკოსი“, ფორმატი, მარკერი, კალამი, წებო.
პროექტის მსვლელობა და აქტივობები: გამოიკვლევენ და უპასუხებენ კითხვებს:
1. როგორ და რატომ აღმოჩნდნენ თავიანთი თანატოლები ქუჩში?
2. უქმნიან თუ არა ეს ბავშვები საფრთხეს სხვა ადამიანებს?
3. როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ?
4. გინახავთ თუ არა ასეთი ბავშვები?
5. წარმოიდგინეთ თქვენი თავი მათ ადგილას, გადმოეცით თქვენი განწყობილება. (ზეპირად)
ჩამოყალიბდება საპროექტო ჯგუფი.
I ჯგუფი - მოიძიებს ინფორმაციას – რატომ არმოჩნდნენ თავიანთი თანატოლები ქუჩაში.
II ჯგუფი - გამოიკვლევს – როგორ შეიძლება დავეხმაოთ მათ.
ჯგუფები იწყებენ მათთვის განკუთვნილი დავალების შესრულებას.
ხდება ჯგუფებში მოვალეობის გადანაწილება. დაიწყებენ მუშაობას და ბოლოს მოხდება პრეზენტაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
გაითამაშებენ ინსცენირებას: „ საუბარი მევიოლინისა და მეშუქურის“.
მშობლები აფასებენ ბავშვების ნამუშევებს.
ავსებენ ბარათებს თითოეული.
1. რით იყო საინტერესო ეს პროექტი.
2. რამ შეუშალათ ხელი მუშაობას.
საგნებთან კავშირი: ქართული ენა, ბუნება, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: ნ. ნატმელაძე
პროექტის ვებ– გვერდი/ბლოგი: nratiani12blogspot.com
მიუსაფარი ბავშვები1
View more presentations or Upload your own.
Subscribe to:
Posts (Atom)