Saturday, August 6, 2011

მიუსაფარი ბავშვები.

პროექტის სახელწოდება: მიუსაფარი ბავშვები.
პროექტის მთავარი თემა: ავუხსნათ   მოსწავლეებს რატომ აღმოჩნდნენ ეს ბავშვები ქუჩაში და როგორ შეიძლება მათი დახმარება.
პოექტის აქტუალობა:  1) ქალაქში მომრავლდა უამრავი მიუსაფარი ბავშვი, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საკუთარ თავს და სხვა ადამიანებს;
 2) ადამიანებმა მათ მიმართ თანაგრძნობა უნდა გამოიჩინონ და თავშესაფარი შეუქმნან;
პროექტის მიზნები: გაიგებენ, რატომ აღმოჩნდნენ  ბავშვები ქუჩაში და როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა.
მოსწავლეთა ასაკი: 9 – 10 წელი.
ვადები: 3 თვე
მოსალოდნელი შედეგი: ბავშვები დახატავაენ და მოაწყობენ გამოფენას; სპორტულ შეჯიბრებას მოაწყობენ და მათთან ერთად ითამაშებენ; საკლასო ღონისძიებას მოაწყობენ დამოიწვევენ; ექსკურსიაზე წავლენ ერთად,გადაიღებენ სურათებს, შეაგროვებენ ტანსაცმელს, სურსათს და მიუტანენ; აწარმოებენ ჩანაწერებს და შექმნიან წიგნს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სურათები მიუსაფარი ბავშვების, კომპიუტერი და წიგნები და ბუკლეტები, რ. ინანიშვილის  მოთხრობა  „მოხეტიალე მუსიკოსი“, ფორმატი, მარკერი, კალამი, წებო.
       პროექტის მსვლელობა და აქტივობები:    გამოიკვლევენ და უპასუხებენ კითხვებს:
1.      როგორ და რატომ აღმოჩნდნენ თავიანთი თანატოლები ქუჩში?
2.      უქმნიან თუ არა ეს ბავშვები საფრთხეს სხვა ადამიანებს?
3.      როგორ შეიძლება დავეხმაროთ მათ?
4.      გინახავთ თუ არა ასეთი ბავშვები?
5.      წარმოიდგინეთ  თქვენი თავი  მათ ადგილას, გადმოეცით თქვენი განწყობილება. (ზეპირად)
ჩამოყალიბდება საპროექტო ჯგუფი. 
I ჯგუფი - მოიძიებს ინფორმაციას – რატომ არმოჩნდნენ თავიანთი თანატოლები ქუჩაში.
II ჯგუფი - გამოიკვლევს – როგორ შეიძლება დავეხმაოთ მათ.
ჯგუფები იწყებენ მათთვის განკუთვნილი დავალების შესრულებას.
ხდება ჯგუფებში მოვალეობის გადანაწილება. დაიწყებენ მუშაობას და ბოლოს   მოხდება პრეზენტაციის წარდგენა აუდიტორიის წინაშე.
გაითამაშებენ ინსცენირებას: „ საუბარი მევიოლინისა და მეშუქურის“.
 მშობლები აფასებენ ბავშვების ნამუშევებს.
ავსებენ ბარათებს თითოეული.
1.      რით იყო საინტერესო ეს პროექტი.
2.      რამ შეუშალათ ხელი მუშაობას.
საგნებთან კავშირი: ქართული ენა, ბუნება, ხელოვნება.
პროექტის ხელმძღვანელი: ნ. ნატმელაძე
 ხელმძღვანელის ელ– ფოსტა;  nratiani12@gmail.com
პროექტის ვებ– გვერდი/ბლოგი: nratiani12blogspot.com



No comments:

Post a Comment