Tuesday, February 11, 2020


პროექტის დასახელება:            ზამთრის მათემატიკა

პროექტში მონაწილეობენ:        1–ლი  კლასის მოსწავლეები

პროექტის აქტუალობა/ რატომ არის ეს პროექტი მნიშვნელოვანი ჩვენთვის?
  პროექტი ხელს შეუწყობს თვლის უნარების , რაოდენობის  შედარებისა და შეფასების უნარის განვითარებას , გამოიყენებს ბრტყელ გეომეტრიულ ფიგურებს აპლიკაციის/ნახატის  მისაღებად.
პროექტის მიზანი:   – ხელი შეუწყოს:
   განიმტკიცონ თვლის უნარები 1-დან 10-მდე , ასევე შერება გამოკლების უნარები 10-ის ფარგალებში. გაიხსენონ გეომეტრიული ფიგურები , მიმდევრობები. აიმაღლონ მოტივაცია.     
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია:
·         ს.გ.I.1. მოსწავლესშეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
·         ს.გ.I.2. მოცემული თანმიმდევრობით და მითითებულ პოზიციაზე განათავსებს საგნებს.
       
·         ს.გ.I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებსშორის დამოკიდებულებები და შეკრება- გამოკლების მოქმედებები.
პროექტზე მუშაობის ვადები:
დასაწყისი – 30.01.2020 წ–––––––––––   დასასრული    04.02.  2020წ.
საჭირო რესურსი:  ფერადი ფურცლები, ფერადი ღილები, წებო, მაკრატელი, ფორმატი, ფოტოაპარატი.
მასწავლებელი:       ნათელა ნატმელაძე

                                                   განსახორციელებელი ამოცანები:
განსახორციელებელი ღონისძიებები
       ვადა
          
ამოცანის განსახორციელებლად საჭირო რესურსი

1.      პროექტის დაგეგმვა
30.01. 2020 წ

2.      სამუშაოს განაწილება
პროექტის განმავლობაში
ფერადი ფურცლებით დამზადებული : ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები, ფერადი ღილები, ვარსკვლავები.
3.      მუშაობა ჯგუფში

03.02- 04.02 2020წ
გეომეტრიული გიფურებით დამზადებულ თოვლის ბაბუებს  დააწერენ იმ რიცხვებს  რამდენი ღილიცაა მათზე დაწებებული, ნაძვის ხის ქვეშ დაწერენ შესაბამის ტოლობებს, ვარსკვლავებით შეადგენენ მიმდევრობებს.
11.  შექმნილი აპლიკაციებით გამოფენის მოწყობა
04. 02. 2020 წ.
04.02 2020წ.